განხილვები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში

ორი დღე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიამდე. მომავალ კვირას სტრასბურგში სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები შეიკრიბებიან. მათ შორის იქნება ქართული დელეგაციაც, რომლის უფლებამოსილების ცნობის საკითხსაც ასამბლეის წევრები განიხილავენ. შესაბამისი წერილით ევროსაბჭოს ქართულმა ოპოზიციამ თვის დასაწყისში მიმართა.

მმართველი გუნდი უფლებამოსილების შეჩერების საკითხის დღის წესრიგში დაყენებას არ გამორიცხავს და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში სწორედ ოპოზიციას ადანაშაულებს. ქართული დელეგაციის წევრებს იმედი აქვთ, რომ საპარლამენტო ასამბლეა ინიციატივას არ გაიზიარებს. სულ სხვა მოლოდინი აქვთ ოპოზიციონერ ლიდერებს.

თამარ წიკლაურის რეპორტაჟი.