განხილვები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს სტრასბურგში მომავალ კვირას განიხილავენ. მმართველი გუნდი უფლებამოსილების შეჩერების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. „ქართულ ოცნებას“ მსგავს მოლოდინს ოპოზიციის ქმედებები უჩენს, რომელმაც შესაბამისი თხოვნით ევროსაბჭოს უკვე მიმართა.

მმართველ გუნდში ოპონენტებს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებენ და იმედს იტოვებენ, რომ საპარლამენტო ასამბლეა ანტიქართულ ინციატივას არ გაიზიარებს. განსხვავებული მოლოდინი აქვთ ოპოზიციაში. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 27 იანვარს გაიხსნება.