განხილვები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მოახლოების ფონზე, მმართველი გუნდი საბჭოში ქართული დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

„ქართული ოცნებას“ მსგავს მოლოდინს „დიფ სთეითის“ ჩართულობით, ქართული ოპოზციის ქმედებები უჩენს, რომლებმაც შესაბამისი თხოვნით ევროსაბჭოს უკვე მიმართეს. მმართველ გუნდში ოპონენტებს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებენ და იმედს იტოვებენ რომ საპარლამენტო ასამბლეა ანტიქართულ ინციატივას არ გაიზიარებს.

განსხვავებული მოლოდინი აქვთ ოპოზიციაში. ევროსაბჭოში გაგზავნილი წერილს ავტორები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არალეგიტიმურად აცხადებენ, იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო ასამბლეა მათ მოთხოვნას გაითვალისწინებს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 27 იანვარს გაიხსნება.