განხილვები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში

18:04, 24.01.2025

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება შეიძლება არ ცნონ. სტრასბურგში საკითხი მომავალ კვირას შეიძლება გახდეს განხილვის თემა. არალეგიტიმურობის არგუმენტით ამას ქართული ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ. დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს, რომ დეპუტატებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საკომიტეტო და სასესიო ფორმატებში მუშაობა შეეზღუდებათ. „ქართული ოცნების“ ოპონენტები იმედოვნებენ, რომ ეს ასე მოხდება. „ქართულ ოცნებაში“ ანტიქართულ მოქმედებაზე ამახვილებენ ყურადღებას და ისევ ე.წ. დიფ სთეითის გავლენებზე ლაპარაკობენ.

მსგავსი