განხეთქილება „ნაციონალურ მოძრაობაში“

დასრულდება თუ უფრო გაღრმავდება დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ – 23 ნოემბერს გამოქვეყნდება 10 პუნქტისგან შემდგარი მანიფესტი.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, ეს არ იქნება ვიწროპარტიული დოკუმენტი. მოაწერს თუ არა ხელს ამ მანიფესტს „ნაციონალური მოძრაობის“ ის ნაწილი, რომელიც ნიკა მელიას წარმოადგენს ჯერ ისევ საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი – „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ როგორც დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა არ უშველის ოლიგარქების პრობლემას, ასევე ვერავითარი მანიფესტი უშველის იმ პრობლემებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არის.