განცხადებები თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე
„ბიბისის“ გამოძიება საქართველოში მომიტინგეების დაშლისას გამოყენებული ნივთიერებების შესახებ, კამათის მიზეზი გახდა თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იმყოფებოდა. გახარიას გუნდის წევრმა, სოფიო ხორგუანმა, დარახველიძის წარმოდგენილი კანონპროექტი „იარაღის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით, გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გაუგებარია თავდაცვის მიზნით შეძენილი, უწყინარი გაზის ბალონის და ელექტროშოკის აკრძალვა, მაშინ როცა ის და აქციის მონაწილეები ისე მოწამლეს, რომ დღემდე ვერ გაიგო, რა ნივთიერება გაურიეს წყლის ჭავლში. „ბიბისის“ გამოძიებას ფეიკი უწოდა კომიტეტის თავმჯდომარემ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კი – განაცხადა, რომ არანაირი „კამიტი“ პოლიციას არ გამოუყენებია, ეს არის მხოლოდ ჟურნალისტის ვარაუდები და მტკიცებულებას არ ეყრდნობა. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, როცა სახეზეა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და შავდებიან პოლიციელები, პოლიციას აქვს უფლება და ვალდებულება გამოიყენოს კანონით დაშვებული ნივთიერებები.