განცხადებები საზოგადოებრივ მაუწყებელზე

მაუწყებლობის კანონში შესულ ცვლილებებზე პრეზიდენტის შესაძლო ვეტოს ეხმაურებიან საკანონმდებლო ორგანოს წევრები. უმცირესობის დეპუტატები აცხადებენ, რომ ცვლილებები მედია სექტორს დააზიანებს და ისინი გიორგი მარგველაშვილის მოტივირებულ შენიშვნებს მხარს დაუჭერენ. განსხვავებულია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია, რომელმაც ინიცირებულ პორექტს მხარი სამი მოსმენით დაუჭირა. დეპუტატები ვეტოს დაძლევაზე საუბრობენ. მოტივირებულ შენიშვნებს ელოდება ირაკლი კობახიძე. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საკითხზე გადაწყვეტილებას შენიშვნების შინაარსიდან გამომდინარე მიიღებენ.