განცხადებები საპროტესტო აქციაზე

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მომდევნო დღეებში ამ მოთხოვნას დააყენებენ ყველა იმ ადგილზე, სადაც გიორგი გახარია აპირებს მისვლას. 6 ივლისს კი რუსთაველის გამზირზე კიდევ ერთი მარშის მოწყობა იგეგმება.