განცხადებები რუსთავის ციხესთან

მიხეილ სააკაშვილმა ულტიმატუმის ვადა, რომელიც დღეს უნდა ამოწურულიყო, თვის ბოლომდე გადაწია. ადვოკატის თქმით, გართულებულია შეხვედრები – კოვიდპანდემიის გამო, შეხვედრების ოთახში სპეციალური დამცავი ბადეა გაკეთებული, რაც კომუნიკაციის პროცესში ხელს უშლის. შოთა თუთბერიძის თქმით, ამ დრომდე არ ეძლევა პირად ექიმს სააკაშვილის მონახულების საშუალება. ეს საკითხები თუ არ მოგვარდება, თვის ბოლოდან სააკაშვილი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. დღესვე სააკაშვილთან შესვლას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, კობა ნაყოფიაც გეგმავს.