განცხადებები პარლამენტში

ოპოზიციური პარტიები პარლამენტის თავმჯდომარეს გადაწყვეტილებისთვის აკრიტიკებენ. მათ თქმით, სპიკერმა რეგლამენტი დაარღვია, როცა დღეს სხდომათა დარბაზი არ გააღო და ოპოზიციას იქ შესვლის უფლება არ მისცა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უკრაინის საკითხზე დახურულ სხდომაზე მაინც უნდა ესაუბრათ და საქართველოს უკრაინისთვის სოლიდარობა კიდევ ერთხელ უნდა დაედასტურებინა.