განცხადებები მთავრობის სხდომაზე 

ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და საპროტესტო აქციები იყო განხილვის თემა მთავრობის სხდომაზე.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ოპოზიციურ ძალებს პროტესტის კანონიერი ფორმით გამოხატვისკენ მოუწოდეს. პრემიერმა აქციის მონაწილეები სახელმწიფო შენობების ბლოკირებასა და დესტრუქციულ ქმედებებში დაადანაშაულა და ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარე მოვლენები სახელმწიფო უწყებების მუშაობაზე არ უნდა აისახოს.

მინისტრებმა აქციების თანმდევ ნეგატიურ ეფექტებზეც მიუთითეს.