მოსამართლეების უვადოდ გამწესებაზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პროცესის დროებით შეჩერებისკენ მოუწოდებს. საუბარია დღეს ჩანიშნულ გასაუბრებაზე, სადაც ერთ-ერთი კანდიდატი ლევან მურუსიძეა, რომელსაც სამწლიანი გამოსაცდელი ვადა ეწურება და მხარდაჭერის შემთხვევაში ის უვადოდ გამწესდება.
დეპუტატების ნაწილი ფიქრობს, რომ პროცესი უნდა შეჩერდეს ვიდრე კრიტერიუმები კონკრეტულად არ გაიწერება.