მეუფე იაკობი - რაც ვთქვი, ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს

ამ დრომდე უცნობია, ჩაინიშნება თუ არა წმინდა სინოდის სხდომა. საპატრიარქოს ოფიციალური კომენტარი მეუფე იაკობის ბრალდებებზე, სადაც ის პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულებაზე საუბრობს, ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

მეუფეების ნაწილი ამბობს, რომ მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. დეკანოზის თქმით, პატრიარქის ლიკვიდაციასა და გადაყენებაზე საუბარი არ ყოფილა.

დეკანოზი მამა გიორგი თევდორაშვილი აცხადებს, რომ საპატრიარქოს ვერავინ და ვერაფერი დააზიანებს. რაც შეეხება პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, დეკანოზის თქმით, დამაკმაყოფილებელია.

მეუფე იაკობმა პატრიარქის გადაყენების გეგმაზე და შეთქმულებაზე ორი დღის წინ ისაუბრა. მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართულ შეხვედრას ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.