განცხადებები მედიაცენტრში

არჩევნების მეორე ტურს 48 500 ადგილობრივი დამკვირვებელი ადევნებს თვალს. ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია სხვადასხვა უბანზე განაწილებული დამკვირვებლებისგან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით დღის განმავლობაში ხმის მიცემის პროცესსა და დარღვევებზე ინფორმაციას პერიოდულად აქვეყნებს.

მედიაცენტრი ევროპის სახლშია გახსნილი.

მესამე სექტორის წარმომადგენელთა შეფასებით, დღის განმავლობაში ძირითადად გამოიკვეთა ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის სავარაუდო დარღვევის, ამომრჩეველთა აღრიცხვის და ამომრჩეველთა ნებაზე სავარაუდო ზემოქმედების ტენდენცია.

უფლებადამცველები პროცედურულ დარღვევებზეც მიუთითებენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კი მარნეულის ერთ-ერთი უბნის შედეგების საერთოდ გაბათილებას ითხოვს.