განცხადებები ლუგარის ლაბორატორიაზე

ლუგარის ლაბორატორიაში საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით მონიტორინგის განხორციელების მზაობას გამოთქვამს ქართული მხარე. ამის შესახებ განცხადებას აკეთებს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის სახელმწიფო უწყებებისა და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციები, ლაბორატორიაში ე.წ. დახურული კვლევების შესახებ, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.