მინისტრების მოსმენა კომიტეტებში

პარლამენტისთვის დღევანდელი დღე განსაკუთრებით დატვირთულია. ფრაქციებთან შეხვედრამდე, მთავრობის განახლებული შემადგენლობა გაერთიანებული კომიტეტების სხდომებზე წარდგა. 18-დან 14-მდე შემცირებული სამინისტროების ხელმძღვანელებმა საკუთარ უწყებებში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე დეპარტამენტში ძირეული ცვლილებები იგეგმება. ფინანსთა მინისტრი 2018 წელს 15 რეფორმას აანონსებს. პატიმრების სასჯელის ვადის შემცირების მხრივ ახალ კანონპროექტს ამზადებს სასჯელაღსრულების უწყება. განათლების მინისტრი კი, უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების მოდელის გადახედვას აპირებს. ფრაქციების მსგავსად, ოპოზიციონერი დეპუტატები საკომიტეტო მოსმენებზეც აქტიურობდნენ, რის გამოც დღევანდელმა შეხვედრებმა ხმაურიანად ჩაიარა.