განცხადებები ჯანდაცვის სამინისტროში

კომპანია „ბიოზეკის“ ტესტების შესყიდვის ხელშეკრულება ამ მომენტში არ გვაქვს და არც იგეგმება რაიმე ცვლილება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მიზეზად იქცა ის, რომ ტესტების მოწოდება ხელშეკრულებით გაწერილ ვადაში ვერ მოხდა. გაბუნიამ კომენტარი გააკეთა მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ აღნიშნული კომპანიის სახელით, ტესტები, რომელიც ნიდერლანდების წარმოების უნდა ყოფილიყო, სინამდვილეში ჩინეთის წარმოების აღმოჩნდა. თამარ გაბუნიას თქმით, „ბიოზეკის“ აღნიშნულ ტესტებს თან ახლდა ხარისხის დამადასტურებელი არაერთი სერტიფიკატით.