განცხადებები გლდანის სამკურნალო დაწესებულებასთან

მიხეილ სააკაშვილი დილიდან ვიზიტორებს იღებს.

ამ წუთებში გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ყოფილ პრეზიდენტს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე ხვდება. ექს-პრეზიდენტი მოინახულა არმაზ ახვლედიანმაც. მოთხოვნაა კონსილიუმის ჩართულობით საფუძვლიანი მსჯელობა და სამოქალაქო მაღალტექნოლოგიურ მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა. ადვოკატები ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მდგომარეობას არაპროგნოზირებადს უწოდებენ და ვარაუდობენ, რომ მკურნალობის არ მიღების გამო ვითარება შესაძლოა ნებისმიერ წუთს დამძიმდეს. სააკაშვილის უფლებების დამცველები ფიქრობენ, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მათი დაცვის ქვეშ მყოფი ფსიქოლოგიური ძალადობისთვის არის მიყვანილი.