განცხადებები გიორგი მამალაძის საქმეზე

მეუფე ნიკოლოზმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თემაზე განაცხადა, რომ დარწმუნებულია, დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებენ, ოღონდ შეწყალება რთული პროცესია.

„ვფიქრობ, არ არის აუცილებელი მისი ციხეში ჯდომა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს, დანაშაული ჩადენილია. ჩვენს ქვეყანაში არის წესი, რომ საბრალდებო დასკვნა არ არის ხელმისაწვდომი დოკუმენტი, საჯარო ინფორმაცია არ არის, ამიტომ ვერაფერს ვამბობ, მაგრამ ზის ციხეში და შეწყალებას ითხოვს ადამიანი ესე იგი, რაღაც დააშავა. მე ვთვლი, რომ შეწყალება კარგია და აუცილებელი. იწყალებენ დამნაშავეს, მართალ ადამიანს არ იწყალებენ. ჩვენ ის შევიწყალეთ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

შესაწყალებელთა სიასთან დაკავშირებით, მორიგი განმარტება გააკეთა პრეზიდენტმა და თქვა, რომ სიის გამოქვეყნებამდე, პერსონალურად არც ერთ პირზე არ ისაუბრებს.