განცხადებები გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

პოლონეთი საქართველოს და უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას გააგრძელებს,- ეს განცხადება პოლონეთის პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ანჟეი დუდას თქმით, სახელმწიფო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს.

რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე გაეროს მაღალი ტრიბუნიდან ისაუბრა ლატვიის პრეზიდენტმაც. ეგილის ლევიტისის თქმით, რუსეთი უხეშად არღვევს საქართველოს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან საერთაშორისო კანონმდებლობის და გაეროს პრინციპების დარღვევა დაუშვებელია „ნორმად იქცეს“.