განცხადებები ევროპარლამენტში 

ევროპარლამენტში საქართველოში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს.

დეპუტატები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან არასტაბილურობის რისკებზე მიუთითებენ და მხარეებს არსებული სიტუაციიდან გამოსავლის გზების მოძიებისკენ და მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდებენ. იყო უფრო მწვავე გზავნილები და შეფასებებიც. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ქუჩაში გადანაცვლებულ პოლიტიკურ პროცესებს ზოგიერთი ევროპარლამენტარი საქართველოს ევროინტეგრაციისთვის რისკისშემცველად მიიჩნევს.