განცხადებები ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნა. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.

მთავარი აქცენტი გამოსვლებში საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე გაკეთდა და აღინიშნა, რომ ამისთვის დამატებითი შესაძლებლობების გამონახვა არის საჭირო.

მამუკა ბახტაძის თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია საუბარი მდგრად უსაფრთხოებაზე ევროპაში და საქართველო მზად არის, ევროკავშირის ძირითადი პარტნიორი გახდეს ამ მიმართულებითაც.