„ლელო საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.
თავად ხაზარაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება რუსულ ინტერესებს ემსახურება და ანტიეროვნულ ინტერესებს ატარებს. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, დასავლური ინვესტიციის წინააღმდეგები არიან. უმრავლესობაში კი – განმარტავენ, რომ „ლელოს“ ლიდერი საერთაშორისო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე დამნაშავედ ცნო და მას სახელმწიფი ბიუჯეტში 600 000 დოლარი აქვს ჩასარიცხი. ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ სწორედ ხაზარაძე იყო პასუხისმგებელი ინვესტორების მოზიდვაზე და მას სრული თავისუფლება ჰქონდა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხაზარაძე ადრე საუბრობდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელობაზე ანაკლიაში და დღეს საუბრობს, თითქოს ჩინური ინვესტიცია არის დანაშაული ქვეყნის წინაშე.