განცხადება უსაფრთხოების სამსახურში

18:19, 05.12.2025

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დღის განმავლობაში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, ექვს სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე დაკავებულია ხუთი პირი, ჯამში კი – პასუხისგებაში 14 ადამიანი მიეცა. საუბარია ქრთამის აღების, ქრთამის აღებაში დახმარების და თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე. აღნიშნული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ბრიფინგზე ისაუბრა.

მსგავსი