განცხადება თბილისის მერიაში

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის ინფორმაციით, თბილისის  მერიის დისკრედიტაციის მიზნით მიზანმიმართული კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. მისი თქმით, სხვადასხვა მედიასაშუალების მხრიდან ვრცელდება ცილისმწამებლური და არასწორი ინფორმაციები. ლევან ჯღარკავას ინფორმაციით,  მოქალაქეებს, ვისი შენობა-ნაგებობების დემონტაჟიც განხორციელდა აფრიკის დასახლებაში, უფიქსირდებათ საცხოვრებელი ფართები. მათ შორის არის 8 წლის ბიჭის ოჯახი, რომელსაც სახელმწიფომ ზუგდიდში სამ ოთახიანი ბინა გადასცა. მისივე ინფორმაციით, აფრიკის დასახლების მცხოვრებლებს შორის, გამოვლენილია რამდენიმე ადამიანი, რომლიც სარგებლობს დევნილის სტატუსით და აქვს სახელმწიფოსგან მიღებული ქონება. აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ჩანგელიების დევნილ ოჯახთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა დევნილთა სააგენტოს დირექტორმა.