განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, თეონა აქუბარდია პარტიის დაჯარიმების საკითხს ეხმაურება და გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს. ჯარიმა პარტიას უკანონო ინსტალაციებისთვის დაეკისრა, რასაც „სტრატეგია აღმაშენებელში“ აბსურდს უწოდებენ და თვლიან, რომ ეს წინასაარჩევნოდ პარტიისთვის ხელის შეშლის მცდელობაა.

თეონა აქუბარდია განმარტავს, რომ საქმეს დღეს მერია განიხილავს და პარტიისთვის მიუღებელი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ისინი სასამართლოს მიმართავენ. მერიაში განცხადებას არ გამოხმაურებიან.