განცხადება შსს-ში

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე შეკრებილ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, შეწყვიტონ პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება.

როგორც გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების მცდელობის შემთხვევაში, პოლიცია კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

სანდრო ჯუფალაკიანი დეტალებით.

დატოვე კომენტარი