განცხადება „სახალხო პარტიაში“

„სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე სახელისუფლებო პარტიის დედოფლისწყაროს ოფისს ზეწოლაში ადანაშაულებს. მამუკა გიორგაძის თქმით, სიის მესამე ნომერზე, ლევან ლაბაღუაზე, რომელიც თეთრიწყაროს განვითარების ფონდის თავმჯდომარეცაა, ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს და არჩევნებიდან კანდიდატურის მოხსნას სთხოვდნენ, რის შემდეგაც, ლაბაღუამ დატოვა პარტიული სია. „სახალხო პარტია“ ხელისუფლებას მსგავსი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. პარალელურად, გეგმავენ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოებს მიმართონ.