განცხადება რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე

თბილისში რუსეთის კულტურის ცენტრის შესაძლო დაფუძნებასთან დაკავშირებით, კონფერენცია გაიმართა.

საინიციატივო ჯგუფმა დისკუსიაზე ცენტრის შესაძლო დაფუძნებასთან დაკავშირებული საფრთხეები და ქართული საზოგადოების რეაგირების სტრატეგიები განიხილა. კონფერენციაზე ხელი მოეწერა მანიფესტს. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, რუსული კულტურის ცენტრის ადგილი საქართველოში არ არის.

რუსული კულტურის ცენტრის შესაძლო გახსნას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. არჩილ თალაკვაძის თქმით, სანამ საქართველოს ტერიტორია რუსეთის მიერაა ოკუპურებული, არც თბილისში და არც რეგიონებში მსგავსი ცენტრის გახსნა არ იგეგმება.

დატოვე კომენტარი