განცხადება "ქართული ოცნების" ოფისში

პარლამენტის თავმჯდომარე წინასაარჩევნო კამპანიას აჯამებს. ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო სექტორი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი დარღვევებზე სათანადოდ არ რეაგირებდნენ. კონკრეტულად, პარლამენტის თავმჯდომარემ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან განხორციელებულ პროვოკაციებზე მიუთითა.

მისივე განცხადებით, კენჭისყრის პროცესის დასრულებისთანავე, ეგზიტპოლებს გამოაცხადებენ, მან ოპოზიციას მოუწოდა, კვლევები არ გააყალბონ. პარლამენტის თავმჯდომარემ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებზეც ისაუბრა.

პასუხისთვის ჩვენ დავუკავშირდით “ნაციონალურ მოძრაობას”, თუმცა, პარტიაში აცხადებენ, რომ კობახიძის განცხადებაზე კომენტარს არ გააკეთებენ.