განცხადება „ქართულ ოცნებაში“

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნება“ 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას ზედმიწევნით ასრულებს. არჩილ თალაკვაძის თქმით, შეთანხმება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალი საარჩევნო სისტემის შემოღებასა და მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების თავიდან არიდების უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. თუმცა, მისი თქმით, ამ შეთანხმებას ოპოზიცია არ ასრულებს.