განცხადება პარტია „ლელოში“

„ლელოს“ სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატები საარჩევნო პროცესში დარღვევებზე საუბრობენ.  დღეს გამართულ ბრიფინგზე, პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ სამეგრელოში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. მათ ასევე ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებსა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ისაუბრეს. პარტიაში ამბობენ, რომ მათ წარმომადგენლებს სამართლებრივი ბრძოლის წარმოების პროცესში, ხელოვნულ ბარიერებს უქმნიან, რაშიც „ლელოს“ წევრები მმართველ გუნდს ადანაშაულებენ.