საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების დედებმა 4 ოქტომბრის არჩევნებზე და დაგეგმილ მშვიდობიან რევოლუციაზე ისაუბრეს. ორგანიზაცია „რუსთაველის გამზირის“ ოფისში შეკრებილების განცხადებით, სრულად იზიარებენ ლევან ხაბეიშვილის მოწოდებას მშვიდობიანი რევოლუციის თაობაზე და გეგმავენ 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დროშებით მისვლას. მათივე თქმით, ცვლილებები სწორედ 4 ოქტომბრიდან დაიწყება.