განცხადება „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, თვითიზოლაციის წესების დარღვევასა და შერჩევით მიდგომაზე საუბრობენ. ზაალ უდუმაშვილის თქმით, მათი პარტიის ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე და პარტიის წევრი, თვითიზოლაციიდან გაუფრთხილებლად კარანტინში გადაიყვანეს, კოვიდ ტესტზე უარყოფითი პასუხის მიუხედავად კი, საკარანტინო ზონის დატოვების უფლებას არ აძლევენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ ფაქტს წინასაარჩევნო პროცესებისთვის ხელის შეშლის მცდელობად აფასებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, მათ თანაპარტიელებს საკარანტინო ზონის დატოვების უფლება მისცენ.