„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა კრემლისგან 9 მაისს დაგეგმილ აღლუმში მონაწილეობასთან დაკავშირებით მიწვევა მიიღო. პარტიის თავმჯდომარის თქმით, მათ ეჭვი აქვთ, რომ პრეზიდენტი ღონისძიებაზე დასწრებას აპირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პარტიის წევრებმა ბრიფინგი გამართეს და კითხვით მიმართეს „ქართულ ოცნებას“, აპირებენ თუ არა 9 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას. პრეზიდენტის პრესსამსახურში ინფორმაციას არ ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება. ბრიფინგს „ქართული ოცნების“ დეპუტატებიც გამოეხმაურნენ. მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ აქვს და აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში არ დგას.