განცხადება „ნაციონალურ მოძრაობაში“ – გამოხმაურება
საქართველო ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებთან მიერთებული ქვეყნების სიაში არ ფიგურირებს – ამის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გამართულ ბრიფინგზე აცხადებენ. როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ განმარტეს, ფაქტი, რომ საქართველო ირანის წინააღმდეგ სანქციების სიაში არ არის, კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს ფაქტს იმის შესახებ, რომ საქართველოსთვის ირანთან ურთიერთობები პრიორიტეტულია.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ევროპულ სანქციებს არ შეუერთდა. მმართველი გუნდის განმარტებით, ისინი ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.