განცხადება „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას მძიმე ეპიდვითარებისა და ამ პროცესის მართვის პოლიტიკის მხრივ გადადგმული ნაბიჯების გამო აკრიტიკებს. პარტიაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება ახლა წინა პლანზე არა პანდემიასთან, არამედ ოპონენტებთან ბრძოლას აყენებს, რაც შექმნილ ვითარებაში არასწორია.

ნიკა ობოლაძე ამბობს, რომ არსებული რეგულაციებით მოქალაქეები არათანაბარ პირობებში არიან და რომ წესების გაკონტროლება ტრანსპორტის გაჩერების გარეშეც არის შესაძლებელი. ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად კი პარტია ხელისუფლებას სთავაზობს, სამედიცინო განათლების მქონე ის პირები გადაამზადოს, რომლებიც ახლა ექიმად არ მუშაობენ.