განცხადება „ნაციონალურ მოძრაობაში“

კულტურის სამინისტროდან თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე საუბრობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. პარტიის წევრებთან ერთად სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, ნინო ახალაიამაც ისაუბრა. ის ამბობს, რომ უკანონოდ გაათავისუფლეს, რასაც სასამართლოში გაასაჩივრებს. კულტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ მთავრობის მიერ მიმდინარე წლის მაისში დამტკიცდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალი დებულება, რის შედეგადაც სამინისტროს სტრუქტურა ახლებურად განისაზღვრა. ამ ცვლილების ფარგლებში სამინისტროს შტატების ოდენობა 169 ერთეულის ნაცვლად 136-ით განისაზღვრა. შესაბამისად, ჩატარდა რეორგანიზაცია და თანამშრომელთა გარკვეულმა ნაწილმა დატოვა სამინისტრო.