განცხადება „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინ ამომრჩეველთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდაში ადანაშაულებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კირთაძის განცხადებით, ბათუმის მეოთხე საარჩევნო ოლქში 1053 ახალი ამომრჩეველი პირველიდან 16 მარტამდე დარეგისტრირდა.

პარტია მიმართავს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეაგირებისთვის, კირთაძის განცხადებით, თუ საარჩევნო სიები არ დაუბრუნდება გასული წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მონაცემებს, მაშინ ოპოზიცია რადიკალურ ქმედებებს მიმართავს, მათ შორის არ არის გამორიცხული ბოიკოტიც.