განცხადება „ნაციონალურ მოძრაობაში“

გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატის ინფორმაციით, საარჩევნო სიებში ხარვეზებია. კერძოდ, ხატია დეკანოიძის თქმით, კედლის სიებში არ იკითხება მონაცემები, რაც რიგ უბნებზე არასათანადო ადგილზეა განთავსებული. მისივე ინფორმაციით, აღმოჩენილია დარღვევები გადასატან ყუთებთან დაკავშირებით.