განცხადება „ლელოს“ ოფისში

„ლელოს“ წევრი ექიმები და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებენ.

მათი განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა ყოველდღე რთულდება და, შესაძლოა, ფატალური შედეგი დადგეს. პარტია „ლელოს“ წევრის განცხადებით, გლდანის სამკურნალო კლინიკა ამბულატორიული ტიპის დაწესებულების სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს.