განცხადება ინფექციურ საავადმყოფოში

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულია 13 და 141 პირი კარანტინშია – ასეთია მონაცემები ქვეყნის მასშტაბით. ბოლო დადასტურებული შემთხვევა ახალგაზრდა ქალია, რომელსაც ვირუსი მსუბუქი ფორმით აქვს, აღენიშნება ხველა და ტემპერატურა მხოლოდ მცირედით აქვს მომატებული. მას იტალიიდან ჩამოსულ ერთ-ერთ დაინფიცირებულ მოქალაქესთან ჰქონდა კონტაქტი.

რაც შეეხება 44 წლის მამაკაცს, შედარებით რთული მდგომარეობის მიუხედავად, ექიმების განმარტებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პირველი დაინფიცირებულების გამოჯანმრთელებას კი მედიკოსები დაახლოებით ერთ კვირაში ვარაუდობენ.

ექიმები ინფიცირების შემთხვევების მატებას არ გამორიცხავენ.

როგორია პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა – მარიამ სეთურიძე თემის დეტალებით. 

 

დატოვე კომენტარი