განცხადება განათლების სამინისტროს წინააღმდეგ

განათლების სამინისტროს წინააღმდეგ პრემიერ-მინისტრის სახელზე ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა მთავრობის ადმინისტრაციაში სკოლის დირექტორობის კანდიდატმა დათო ფერაძემ, რომელიც ითხოვს, სკოლის დირექტორების შერჩევის ახალი წესის გაუქმებას, ვინაიდან მისი განმარტებით, ის კანონთან შეუსაბამოა და დისკრიმინაციულ პირობებში აყენებს, როგორც მოქმედ დირექტორებს, ისე კონკურსანტებს.
ფერაძის განცხადებით, მოთხოვნაა, პრემიერმა დაავალდებულოს განათლების სამინისტრო გამოსცეს ისეთი ახალი ნორმატიული აქტი, რომელიც სკოლის დირექტორთა შერჩევის კონკურსის ჩატარების დემოკრატიულობას უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ სკოლის დირექტორობის კანდიდატი დათო ფერაძე მის რამდენიმე კოლეგასთან ერთად განათლების სამინისტროსთან სკოლის დირექტორთა შერჩევის კონკურსში გამოვლენილ დარღვევებს პერმანენტული აქციებით აპროტესტებდა და სკოლებში დირექტორობის კანდიდატების წარდგენის წესის ცვლილებას ითხოვდა.