განცხადება გამოცდების ეროვნულ ცენტრში

„ღია კარის დღე“ გაიმართა გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ღონისძიების მიზანი აბიტურიენტებისთვის 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული ცვლილებების გაცნობა იყო. სიახლეებზე დეტალური ინფორმაცია მომავალ სტუდენტებს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა და სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებმა მიაწოდეს.