ალეკო ელისაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა კლინიკა „ვივა მედის“ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. როგორც თეა კუპრავა აღნიშნავს, გუშინ პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვენა მხარეს ტკივილით. კვლევებით დაზიანება არ იქნა აღმოჩენილი და ალეკო ელისაშვილი კლინიკიდან მეთვალყურეობის რეკომენდაციით გაწერეს. შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილი სამართალდამცველებს დაკავების დროს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს.