განცხადება „ძლიერ საქართველოში“ - გამოხმაურება

„ძლიერი საქართველოს“ განცხადებით, საქართველოს პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია არაკანონიერია და კონსტიტუციის 42-ე მუხლს ეწინააღმდეგება. მათივე თქმით, კონსტიტუციით საგამოძიებო კომისიის წევრების ნახევარი უნდა დაკომპლექტებულიყო ოპოზიციონერი დეპუტატებით.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ აღნიშნული კომისია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება და პოლიტიკური ოპონენტების დევნისკენაა მიმართული. „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები გეგმავენ, სამართლებრივ მექანიზმებს მიმართონ.