განცხადება ცესკო-ში

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რამდენიმე მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები 31 ოქტომბრისთვის დანიშნა.

საკრებულოს შუალედური არჩევნები ოთხ მუნიციპალიტეტში – თბილისში, თელავში, თეთრიწყაროსა და ონში, ხოლო მერების რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში კასპში, ონში, ხარაგაულში, თერჯოლისა და ქუთაისში გაიმართება. როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა განაცხადა, საკრებულოს შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისა და მერებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. ცესკო-მ არჩევნებში ჩართული სუბიექტებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა განსაზღვრა. ასევე დაადგინა, არჩევნებში მონაწილე საინიციატივო ჯგუფებისთვის კანდიდატების წარსადგენად საჭირო ხელმოწერების მინიმალური ოდენობა.