განცხადება აფრიკის დასახლებაში განხორციელებულ დემონტაჟზე

15:15, 15.11.2025

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, თითქოს თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში მშენებარე ეკლესია დაანგრია. კალაძე არხს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ადგილზე ეკლესიის მშენებლობა არ მიმდინარეობდა და რეალურად მერიამ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწების მიტაცების ფაქტი აღკვეთა.

თბილისის მერი განმარტავს იმასაც, რომ საპატრიარქოსა და თბილისის მერიას შორის მსგავს საკითხებზე მუდმივი კომუნიკაციაა და მუნიციპალიტეტმა ყოველთვის იცის, სად იგეგმება ეკლესიის მშენებლობა.

აღნიშნულ თემაზე განცხადება გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმაც. ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია და არც იმ ნაგებობასთან აქვს კავშირი, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა. 

მსგავსი