განცხადება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში

ეპიდემიოლოგების მთელი ყურადღება აჭარაზეა გადატანილი.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 1 200-ს აღწევს. დღევანდელი 227 შემთხვევიდან 165 ინფიცირებული სწორედ აჭარაშია გამოვლენილი. დაავადების გავრცელების ეპიცენტრშია ბათუმი, სადაც ათეულობით კლასტერი გაჩნდა. ყოველდღიურად იზრდება იმ უწყებების ჩამონათვალი, სადაც ინფიცირების კერებია. ახალი მონაცემებით, რეგიონის კლინიკებში თავისუფალი რჩება 130-მდე საწოლი. დაავადებულთა მაღალი ნიშნულის შენარჩუნებას ეპიდემიოლოგები კიდევ უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში პროგნოზირებენ. რიცხვების ზრდასთან ერთად სულ უფრო რეალური ხდება საწოლების დეფიციტის საფრთხე.

ბათუმს და მერაბ წულუკიძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში.

დატოვე კომენტარი