„განათლების ტრანსფორმაციის სამიტი“
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, UNESCO-ს გენერალური დირექტორის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო „განათლების ტრანსფორმაციის სამიტში“, რომელიც პარიზში, UNESCO-ს სათავო ოფისში გაიმართა.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმებზე, მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრა.
გივი მიქანაძემ განათლების ხარისხის ამაღლების მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და UNESCO-სთან პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. „განათლების ტრანსფორმაციის სამიტში“ მსოფლიოს 40 ქვეყნის განათლების მინისტრები და განათლების სფეროს ლიდერები მონაწილეობდნენ.
პარიზში ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა UNESCO-ს გენერალურ დირექტორთან და განათლების საკითხებში მის მოადგილესთან.